ზუსტად ათი წლის წინ, ავსტრალიაში ერთი საინტერესო და ამბიციური კომპანია Canva დაფუძნდა, რომელმაც მიზნად დაისახა გრაფიკული დიზაინის ინდუსტრიის თავდაყირა დაყენება და გრაფიკული კონტენტის შექმნის დრამატულად გამარტივება.
თავდაპირველად, კომპანია სოციალური მედიისთვის განკუთვნილი პოსტების გენერაციაზე იყო ფოკუსირებული, თუმცა დროსთან ერთად Canva-ს შესაძლებლობები გაიზარდა და ახლა უკვე ციფრული პლატფორმა მომხმარებელს ფაქტობრივად ნებისმიერი სახის გრაფიკული კონტენტის დამზადების საშუალებას აძლევს, თანაც ტექნიკური ცოდნისა და გამოცდილების გარეშე.
Canva-ს დახმარებით შესაძლებელია როგორც სოციალური მედიისთვის განკუთვნილი პოსტების, ასევე ბანერების, ვიზუალური გაფორმებებისა და პრეზენტაციების მომზადება.
Canva-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მელანი პერკინსია, რომელიც ამჟამად კომპანიის 18%-იან წილს ფლობს.
რაც შეეხება Canva-ს კაპიტალიზაციას, ის ამჟამად ინვესტორების მიერ 39 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ეს კი იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია საფონდო ბირჟაზე ჯერაც კი არ არის დალისტული. IPO-ს შემდეგ, სავარაუდოდ, Canvas-ს შეფასება გაცილებით უფრო მაღალი იქნება, რადგან მის მომავალზე ინვესტორები დიდ იმედებს ამყარებენ.
Canvas-ს ერთ-ერთ ადრეულ ინვესტორებს შორისაა 500 Global-ი, რომელმაც კომპანიას განვითარების და საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრების საშუალება მისცა.
ამჟამად Canva-ს 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და მის სერვისებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ. ერთ დროს მცირე ზომის სტარტაპი ახლა უკვე ინდუსტრიის ტიტანის, Adobe-ს პირდაპირ კონკურენტად განიხილება.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.