მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„CAREC-ის რეგიონს შესაძლებლობა აქვს, გახდეს მწვანე ეკონომიკაზე გლობალური გადასვლის ლიდერი“ -ABD

648852f1d80d3
BM.GE
13.06.23 15:25
471
საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) მაღალი რანგის წარმომადგენელთა შეხვედრას მასპინძლობს.

13-14 ივნისს თბილისში მიმდინარე CAREC-ის შეხვედრაზე განსახილველი საკითხებია CAREC – 2030 სტრატეგიის მიზნების განხორციელება; რეგიონული თანამშრომლობა ვაჭრობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საფინანსო და სხვა სექტორებში; სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების განვითარება. სხდომას თავმჯდომარეობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

„CAREC-ის შეხვედრაზე გვექნება შესაძლებლობა, ინიციატივით გამოვიდეთ და განსახილველად დავაყენოთ რეგიონული თანამშრომლობის საკითხები ვაჭრობის, სატრანსპორტო დერეფნის, ენერგოუსაფრთხოების, ტურიზმის და სხვა მიმართულებებით. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ინიციატორი ქვეყანა, რათა მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფორმირება CAREC-ის წევრ ქვეყნებს შორის. ასევე მხარს ვუჭერთ ენერგეტიკის მიმართულებით საერთო პროექტებისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას, აგრეთვე საბაჟო პუნქტების ერთობლივი მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ვაჭრობას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„CAREC-ის რეგიონს დიდი შესაძლებლობა აქვს, გახდეს მწვანე ეკონომიკაზე გლობალური გადასვლის ლიდერი,“ - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ შაოჰონგ იანგმა. მისი თქმით, რეგიონული თანამშრომლობა აღნიშნული რეგიონისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მწვანე ეკონომიკაზე გადასასვლელად. 

ცნობისთვის, CAREC-ის პროგრამა 11 ქვეყნისა და განვითარების პარტნიორის ერთობლივი ინიციატივაა და მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობას. კარეკი 2030 ხანგრძლივ სტრატეგიულ ჩარჩოს წარმოადგენს ადამიანების, პოლიტიკისა და პროექტების დასაკავშირებლად რეგიონში მდგრადი განვითარებისთვის. 2023 წელს, საქართველო არის CAREC-ის თავმჯდომარე ქვეყანაა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველო CAREC-ის მინისტერიალს უმასპინძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები