მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Carlsberg Group Iberia Refreshments-ის შეძენით საქართველოში საქმიანობას აფართოებს

კარლსბერგი
05.10.26 15:19
• 314

Iberia Refreshments აცხადებს, რომ კომპანია Carlsberg Group-ის, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ლუდსახარში ჯგუფის, ნაწილი გახდება, მას შემდეგ, რაც Carlsberg Group PepsiCo-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოს ბაზარზეც გააფართოებს. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, Carlsberg Group PepsiCo-სთან ითანამშრომლებს PepsiCo-ს უალკოჰოლო სასმელების პორტფელის წარმოების, გაყიდვისა და დისტრიბუციის მიმართულებით. ამასთანავე, Carlsberg Group გადაიბარებს Iberia Refreshments-ის ადგილობრივ ბრენდების პორტფელს, მათ შორის Iberia L emonade-ს, Maxx Power E nergy Drink-სა და Maxx Coffee-ს.
საქართველოში აღნიშნული პარტნიორობა Iberia Refreshments-ის შეძენის გზით განხორციელდება. Carlsberg Group-სა და Revery-ს, Iberia Refreshments-ის ამჟ ამინდელ მფლობელს, შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, Carlsberg Group შეიძენს როგორც Iberia Refreshments-ს საქართველოში, ასევე J I Pepsi Cola Bottler Armenia-ს სომხეთში.
დაგეგმილი შესყიდვები ორივე ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვან შემდგომ ეტაპს წარმოადგენს და მათი შემდგომი ზრდისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მთლიანი ტრანზაქციის დასრულების შემდეგ, რაც კვლავ ექვემდებარება სომხეთში დაგეგმილი შესყიდვის მარეგულირებელი ორგანოს თანხმობას, პარტნიორობა ძალაში შევა, ხოლო საქართველო და სომხეთი Carlsberg-ის საოპერაციო ბაზრები გახდებიან.Iberia Refreshments-ისთვის ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს სამომავლო ზრდისთვის იმ საერთაშორისო ჯგუფის შემადგენლობაში, რომელსაც მნიშვნელოვანი გამოცდილება და მასშტაბი გააჩნია.
ამ ეტაპზე კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში არაფერი იცვლება. ტრანზაქციის დასრულების შემდეგ, Carlsberg Group მჭიდროდ ითანამშრომლებს Iberia Refreshments-ის ხელმძღვანელ გუნდთან, რათა შეაფასოს ბიზნესი, განსაზღვროს სამომავლო საოპერაციო მოდელი და მართოს ინტეგრაციის პროცესი. ინტეგრაციის მთელი პერიოდის განმავლობაში უცვლელი რჩება ჩვენი ვალდებულება თანამშრომლების, მომხმარებლებისა და პარტნიორების მიმართ. ჩვენ ჩვეულ რეჟ იმში გავაგრძელებთ საქმიანობას, უზრუნველვყოფთ ბიზნესის უწყვეტობას და
შევინარჩუნებთ იმ მაღალ სტანდარტებს, რომლებიც Iberia Refreshments-ს გამოარჩევს. პროცესის მიმდინარეობის პარალელურად დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაგიზიარებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები