მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CENN-მა, GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერითა და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, კონკურსის „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ მონაწილე ორგანიზაციები დააჯილდოვა

plastic
BM. GE
09.10.23 12:27
83

კონკურსის მიზანს მწვანე პოლიტიკის გამტარებელი კომპანიებისა და ორგანიზაციების წახალისება წარმოადგენდა, შეემცირებინათ ერთჯერადი გამოყენების პლატსმასის პროდუქტების მოხმარება და ჩაენაცვლებინათ ისინი უფრო მდგრადი (ხანგრძლივი გამოყენების) პროდუქტებით.

კონკურსის ფარგლებში, მონაწილე ორგანიზაციებსა და კომპანიებს, ჩაუტარდათ ტრენინგები, ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის ნარჩენების ნაკადების იდენტიფიცირება, აღრიცხვა და შემცირების გეგმის შემუშავება და ქცევაზე ორიენტირებული კამპანიებისა და ღონისძიებების განხორციელება.

6 ოქტომბერს, მონაწილე კომპანიებიდან, დამოუკიდებელმა ჟიურიმ 3 გამარჯვებული გამოავლინა, რომელთაც გადაეცათ სპეციალური ჯილდოები.

გამარჯვებულები არიან:

  • ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტი
  • საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
  • შერატონ გრანდ მეტეხი თბილისი პალასი

დამატებით, კონკურსის პარტნიორმა კომპანიებმა – ProCredit Bank და Business Media Georgia-მ, სპეციალური პრიზები თავიანთ რჩეულ ბიზნესებს/ორგანიზაციებს გადასცეს:

პროკრედიტ ბანკის რჩეული: ნორვეგიის საელჩო საქართველოში
BMG-ს რჩეული: „სილქ ჰოსპიტალითი“

გაეცანით კონკურსის მონაწილე კომპანიებს:

ნორვეგიის საელჩო საქართველოში
აშშ-ის საელჩო საქართველოში
„სილქ ჰოსპიტალითი“
შერატონ გრანდ მეტეხი თბილისი პალასი
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
საჩხერის ახალგაზრდული ცენტრი
ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი;
ბოლტი
APM Termilas ფოთი
საქართველოს მშვიდობის კორპუსი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები