მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CENN-მა კონკურსის „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ მონაწილე ორგანიზაციები დააჯილდოვა

სულ ცოტა ხნის წინ CENN-მა, GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერითა და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, კონკურსის „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ მონაწილე ორგანიზაციები დააჯილდოვა. მონაწილე კომპანიებიდან, დამოუკიდებელმა ჟიურიმ 3 გამარჯვებული გამოავლინა, რომელთაც გადაეცათ სპეციალური ჯილდოები. წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულები არიან: NDI; საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და შერატონ გრანდ მეტეხი თბილისი პალასი. გარდა ამისა, კონკურსის პარტნიორებმა სპეციალური პრიზები თავიანთ რჩეულებს გადასცეს. პროკრედიტ ბანკის მიერ პრიზი საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გადაეცა, სხვათა შორის, BMG-იც იყო ამ ამბავში ჩართული და ჩვენი რჩეული “სილქ ჰოსფითალითი” გახდა.

სტუმრები: ნანა თაკვარელია - CENN -ის პროექტის ხელმძღვანელი;

ილია კუნჭულია - “საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” პროექტის მენეჯერი;

ირინე კიკვაძე - “პროკრედიტ ბანკის” გარემოსდაცვის სპეციალისტი;

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები