მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Central Banking-მა ეროვნული ბანკი 2020 წლის ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალურ ბანკად აღიარა

605306f2c5749
BM.GE
18.03.21 11:50
575
ავტორიტეტული, საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაიმარჯვა გამჭვირვალობის ნომინაციაში, რომელიც სამ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს - განათლება, გამჭვირვალობა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას და კომუნიკაცია მრავალფეროვანი საკომუნიკაციო პლატფორმების მეშვეობით.

"საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, 2020 წელს ფინანსური განათლების ახალი ვებგვერდის - FinEdu-ს ამუშავება ცენტრალურ ბანკში გამჭვირვალობის რევოლუციური გარდაქმნებისკენ მიმართულ ინიციატივებიდან უახლესი იყო. ამ ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი 2016 წელს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად კობა გვენეტაძის დანიშვნას მოჰყვა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ეკონომისტის აზრით, ეროვნული ბანკის კომუნიკაციის გაუმჯობესების სტრატეგიის მიზნის პრიორიტეტულ ნაწილს ეროვნული ბანკის მიერ გაზიარებული ინფორმაციის როგორც რაოდენობის, ისე ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს", - ასე აფასებს წამყვანი ფინანსური გამოცემა Central Banking-ი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ინიციატივით, გამჭვირვალობის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით, გადადგმულ ნაბიჯებს.

Central Banking-ის კონკურსი საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული და მასში მონაწილე ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს. გასულ წლებში გამჭვირვალობის ჯილდო ისეთი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს გადაეცა, როგორიცაა - ახალი ზელანდია, ჩეხეთი, კანადა, ირლანდია, ისრაელი, შვედეთი.

გამჭვირვალობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც პანდემიის პერიოდშიც შენარჩუნდა. ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასთან ერთად, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთი-ერთი უმთავრესი ამოცანა მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო სისტემის რეგულირების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. ბოლო წლების განმავლობაში, ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გამჭვირვალობის ზრდასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სხვადასხვა არხის განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ვებგვერდი - Finedu.gov.ge, თავს უყრის დაინტერესებული მხარეების მიერ შექმნილ სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსს. პლატფორმა არა მხოლოდ ინფორმაციის სანდოობას, კომპეტენტურობას, ობიექტურობას და კანონმდებლობასთან შესაბამისობას უზრუნველყოფს, არამედ, ასევე ზრდის ფინანსური პროდუქტების გამჭვირვალობას. Finedu.gov.ge-ზე წარმოდგენილი ინფორმაცია სასარგებლო და საინტერესოა როგორც პროფესიონალთათვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის.

მონეტარული და ფინანსური პოლიტიკის გადაწყვეტილებების ბაზრისთვის და ფართო საზოგადოებისთვის ახსნას, ღიად და უწყვეტ კომუნიკაციას, ეროვნული ბანკი უპირველეს ამოცანად მიიჩნევს. სწორედ ეს არის ის, რასაც ეროვნული ბანკის რეგულარული, გამჭვირვალე ანგარიშგება და პროაქტიული კომუნიკაცია ემსახურება მიუხედავად რთული თუ მშვიდი პერიოდებისა. ეროვნული ბანკი მყისიერად პასუხობს დასმულ შეკითხვებს ვინაიდან მიაჩნია, რომ საქმიანობის გამჭვირვალედ წარმართვა და საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგი წარმატების საწინდარია.

Central Banking Publications-ი 1990 წელს ლონდონში დაარსდა. Central Banking-ი წარმოადგენს ფინანსურ მედია პორტალსა და გამომცემლობას. იგი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. Central Banking-ს ფართო აუდიტორია ჰყავს, რომელიც ძირითადად, მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს და ფინანსურ მარეგულირებლებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს და ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენლებს მოიცავს.

დაჯილდოების ცერემონია, Central Banking-ის "საზაფხულო შეხვედრების" ღონისძიების ფარგლებში, ონლაინ ფორმატში, ივნისში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას როგორც ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებული, საქართველოს ეროვნული ბანკი მიიღებს.

წყარო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები