მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცენტრალურმა ბანკმა ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყო, თუმცა ამუსუნთქვა ჯერ ადრეა - ნაბიულინა

628f7c167541b
ვიქტორია მღებრიშვილი
26.05.22 17:45
1103
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება და ინფლაციური სპირალის თავის არიდება შეძლო, თუმცა "ამოსუნთქვის" დრო ჯერ არ არის, ამის შესახებ რუსეთის ცენტრბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ რუსეთის ბანკების ასოციაციასთან შეხვედრისას განაცხადა.

„პირველ თვეები ტაქტიკური გადაწყვეტილებების დრო იყო: აუცილებელი იყო სანქციებისგან გამოწვეულ პირველ შოკზე საწინააღმდეგო მოქმედებების განხორციელება. ჩვენი ზომები იმ პრობლემების მოგვარებისკენ იყო მიმართული, რომელიც აქ და ახლა წარმოიქმნებოდა. შედეგად, ჩვენ ფინანსური სტაბილურობის დაცვა და ინფლაციური სპირალის გახსნის არდაშვება შევძელით, თუმცა ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ თავისუფლად ამოსუნთქვა შეგვიძლია“, - განაცხადა ნაბიულინამ.

მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკის ტრანსფორმაციაში საბანკო სექტორის როლი დიდი იქნება. „ბიზნესებს ახალი ბიზნეს მოდელების, ახალი ლოგისტიკის და საგარეო ბაზრებთან წვდომის დაკარგვის კომპენსაციისთვის საკრედიტო რესურსები ესაჭიროებათ. ამასთან, მსესხებლების მხარდაჭერაა საჭირო, რომლებიც სირთულეებს აწყდებიან. ასევე პარტნიორ ქვეყნებთან გადახდის სისტემის ეროვნულ ვალუტაში გამართვის საჭიროებაც დგას. ეს დიდი და რთული ამოცანებია, რომელთაგან თავის არიდება არ გამოვა. მხოლოდ მოქმედებით შევძლებთ ვიმედოვნოთ, რომ კრიზისი წარმატებით იქნება დაძლეული“, - განაცხადა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის: დღეს, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების და რეფინანსირების განაკვეთის 14%-დან 11%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მონეტარულმა კომიტეტმა განაკვეთი 9.5%-დან პირდაპირ 20%-იან ნიშნულამდე გაზარდა, თუმცა რუბლის გამყარების ტრენდის ფონზე, ცენტრალური ბანკი განაკვეთის ეტაპობრივად შემსუბუქების პოლიტიკაზე გადაერთო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები