მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცერცვაძე ემხრობა იმ სოციალური სივრცეების სიის გაფართოებას, სადაც აუცილებელი იქნება კოვიდპასპორტის წარდგენა

6193f7f36ac46
თამთა ჯიჯავაძე
16.11.21 21:44
1346
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ემხრობა იმ სოციალური სივრცეების სიის გაფართოებას, სადაც აუცილებელი იქნება კოვიდპასპორტის წარდგენა.

"ხომ არ უნდა გაფართოვდეს იმ სოციალური სივრცეების არეალი, სადაც აუცილებელი იქნება კოვიდპასპორტის წარდგენა? მე ვემხრობი. მარტო რესტორნებიდან და კინოთეატრებიდან ინფიცირების შემთხვევები არ არის იმდენად დიდი, რომ აქ მივიღოთ დრამატული შემცირება. ამაზე უნდა დასხდნენ ექსპერტები, ქვეყნის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები და მკაფიოდ ჩამოაყალიბონ გონივრულად დასაბუთებული სია იმ აქტივობებისა და სოციალური სივრცეებისა, სადაც ეს პასპორტი უნდა მოქმედებდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ კოვიდპასპორტი ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის ზრდას შეამცირებს, ვინაიდან ეს იქნება დამატებითი სტიმული ვაქცინაციის ზრდისთვის.

"ერთია, როდესაც ეუბნები ადამიანს რომ აიცრას და მეორეა, როდესაც აუცრელი პირი იგრძნობს გარკვეულ დისკომფორტს. როდესაც ის რაღაც აქტივობას ვერ შეასრულებს. მაგალითად, როდესაც ვერ დაესწრება ფეხბურთის მატჩს ან მეგობრებთან ერთად ვერ შევა რესტორანში.. ეს აუცილებლად გაზრდის ვაქცინირებულთა რაოდენობას და, შესაბამისად, შეამცირებს როგორც ინფიცირებულთა, ისე გარდაცვლილთა რაოდენობას", - განაცხადა მან.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები