მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CFD აუქციონი - მთავრობა ბიზნესს 800 მგვტ-ის პროექტებში ჩართვას სთავაზობს

პირველისგან განსხვავებით, ახალი კომპლექსური აუქციონი ენერგეტიკაში. ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის სიმძლავრის მეორე აუქციონი გამოცხადდა. წარმოდგენილი პროექტების ჯამური სიმძლავრე 800 მეგავატია. მთავრობას სურს აუქციონის ფარგლებში მარეგულირებელი სადგურებიც აშენდეს. კერძოდ, 300 მეგავატის მარეგულირებელი ჰესები ქარისა და მზის ელექტროსადგურები 125- 125 მგვტ, მათ შორის ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ, მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ. სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ. სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონში განაცხადების წარდგენა 12 თებერვლის 18 საათამდე გაგრძელდება. რამდენად ცხადია მთავრობის ენერგოპოლიტიკა და რა სიგნალია ეს კერძო სექტორისთვის?

სტუმარი: გიორგი აბრამიშვილი - "საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები