მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CFD აუქციონში მონაწილეთა რაოდენობა გაორმაგდა - სამინისტროში 146 განაცხადი შევიდა

ჰესი ჰიდროელექტროსადგური ენერგეტიკა

ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის CFD აუქციონის განაცხადების მიღების შედეგების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უწყებამ რიგით მეორე აუქციონი 2023 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა და სულ 146 განაცხადი შევიდა, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია პირველ აუქციონთან შედარებით. სამინისტრომ მთლიანობაში 800 მეგავატის სიმძლავრეზე გამოაცხადა აუქციონი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი კომისია უახლოეს მომავალში შეიკრიბება, გაეცნობა წარმოდგენილ განაცხადებს, პირველ რიგში, დაადგენს მედიანურ ტარიფს, რის შემდგომაც მოხდება გამარჯვებული წინადადებების გამოვლენა. სიმძლავრის მეორე აუქციონის ჯამური დადგმული სიმძლავრე 800 მგვტ. - ს შეადგენს.

აუქციონის სიმძლავრე გადანაწილდა შემდგომ კატეგორიებში:

ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) - 300 მგვტ.; ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) -100 მგვტ.; ქარის ელექტროსადგურები - 125 მგვტ.; მზის ელექტროსადგურები -125 მგვტ.; ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.

პირველი აუქციონის შედეგები:

ეკონომიკის სამინისტრომ გარანტირებული სიმძლავრის პირველი აუქციონი 2023 წელს გამოაცხადა და ბიზნესს 300 მეგავატის სიმძლავრე შესთავაზა. პირველ აუქციონში მონაწილეობა 78-მა კომპანიამ მიიღო და აუქციონში მათგან 24-მა გაიმარჯვა. (300 მგვტ გადანაწილდა შემდეგი სახით: 150 მგვტ. ჰიდროელექტროსადგურებისთვის (მოდინებაზე არსებული), 70-70 მეგავატი ქარის და მზის ელექტროსადგურებისთვის, ხოლო 10 მგვტ. კი სხვა განახლებად ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები