CFD სქემა ენერგეტიკაში - რა გამოწვევები ახლავს ახალ მექანიზმს?
BM.GE
09.12.22 19:31
• 366
მთავრობამ განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ე.წ CFD სქემა და სიმძლავრის აუქციონის შესახებ მემორანდუმი გაასაჯაროვა. როგორც ცნობილია, სახელმწიფო 15 წლის განმავლობაში მზადაა კომპანიას ფასთა სხვაობა გადაუხადოს იმ შემთხვევაში თუ საბითუმო ფასი ნაკლები იქნება CFD ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტარიფზე. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მხარდაჭერის პერიოდი განახლებადი ენერგიების სხვადასხვა წყაროსთვის განსხვავებულია. Ჰესებისთვის CFD ხელშეკრულებები 8 თვის განმავლობაში, ქარის სადგურებისთვის 9 თვე, მზის და სხვა განახლებულ ენერგიებზე მომუშავე სადგურებისთვის კი 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს. რა იცვლება ახალი სქემით და რა სირთულეებს ხედავენ მასში დარგის სპეციალისტები?