ჩაბნელებული დერეფნები, ჩატეხილი შუშები, ოთახები, რომლებიც ელექტროღუმელებით თბება - ასე გამოიყურება სოციალური მუშაკების სამუშაო პირობები. ერთ-ერთ სერვისცენტრს, რომელიც დედაქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში ეხმარება, BMG-ის გადამღები ჯგუფი ესტუმრა.


































