თუ მაღაზიის დახლებზე “კოკა-კოლას” 0,5 L-იანი, მწვანე თავსახურიანი ბოთლი უკვე შეამჩნიეთ, მაშინ გეცოდინებათ, რომ Coca-Cola Bottlers Georgia გაძლევთ შანსს, მოიგოთ საგზური ევროპის ჩემპიონატზე და უგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გერმანიაში, პირდაპირ ტრიბუნებიდან. ამისათვის მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯია საჭირო.
- შეიძინე კოკა-კოლა კლასიკის ან კოკა-კოლა ზეროს 0,5L ბოთლი მწვანე თავსახურით
- დაასკანერე ბოთლის შეფუთვაზე განთავსებული QR კოდი
- გაიარე მარტივი რეგისტრაცია საიტზე
- შეიყვანე თავსახურის ქვეშ მოთავსებული რვანიშნა კოდი და მიიღე გათამაშების 1 ბილეთი
- უქომაგე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კოკა-კოლასთან ერთად!
- თითო კოდი, თითო მოგების შანსია!
- დამატებითი ბილეთის მიღება შეგიძლია ყოველ ჯერზე ახალი რვანიშნა კოდის შეყვანით.
გათამაშების 3 იღბლიან გამარჯვებულს გადაეცემა10-დღიანი საგზური 2 ადამიანისთვის, გერმანიაში, საქართველოს ნაკრების თამაშებზე. კერძოდ: ავიაბილეთები, ტრანსფერი, სასტუმრო და მატჩზე დასასწრები ბილეთები, დუსელდორფსა და ჰამბურგში.
გარდა ამისა, 4 გამარჯვებული PlayStation 5-ის სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებს, რომელშიც შედის: PlayStation 5 Slim Disc Version White, საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური საფეხბურთო აქსესუარები და კოკა-კოლას საკოლექციო გამოშვების შეკვრა.
კიდევ 4 გამარჯვებულისთვის კი Samsung-ის პროექტორის სასაჩუქრე ნაკრებია გამზადებული: Samsung 100 Full HD Portable Projector The Freestyle, საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური საფეხბურთო აქსესუარები და კოკა-კოლას საკოლექციო გამოშვების შეკვრა.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 25 მაისს 21:30 საათზე ლატარიის პრინციპით საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში.
ფეხბურთში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, 26 მარტს, ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. საქართველოს ნაკრები კი F ჯგუფში - თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად - 18, 22 და 26 ივნისს, ითამაშებს.