მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაის მუზეუმი, რესტორანი და ტურისტული სივრცე - “მანნას” ახალი პროექტი საგურამოში

61b5a81e2bb0f
მარიამ იზორია
12.12.21 20:00
1144
პრემიუმ ხარისხის ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანია „მანნა“ საგურამოში მდებარე საწარმოსთან ახალ სივრცეებს მოაწყობს.

როგორც bm.ge-ს კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ეკატერინე ჯაგოდნიშვილმა განუცხადა, ეს იქნება ეკომეგობრული შენობა, სადაც ჩაის მუზეუმი, ტურისტული სივრცე, დეგუსტაციის სივრცე და რესტორანი მოეწყობა.

"„მანნას" საწარმოში ტურისტები ხშირად დადიან და ჩაის აგემოვნებენ, სწორედ მაღალი ინტერესის გამო კომპანიამ მათთვის სასურველი სივრცის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო. ჩაის მუზეუმში მსურველები ჩაის კულტურის ისტორიას გაეცნობიან, როგორ ვითარდებოდა ეს მიმართულება საქართველოში, რა მეთოდებით მზადდებოდა ჩაი, რაც შეეხება რესტორანს, აქ როგორც ტურისტებს ასევე ადგილობრივებს, ჩაის გარდა სხვადასხვა კერძის დაგემოვნების საშუალება ექნებათ“, - აღნიშნავს „მანნას“ მარკეტინგის მენეჯერი.

ამ დროისთვის ადგილზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს და 2022 წლისთვის კომპანია ახალი პროექტის ნაწილის დასრულებას შეძლებს. რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, ეკატერინე ჯაგოდნიშვილის განმარტებით, ამ ეტაპისთვის პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ინვესტიცია ახლა დგინდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები