მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩამოინგრევა” თუ არა საქართველოს ღვინის ინდუსტრია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებით?

საქართველოს ღვინის სექტორის დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე მზარდია, რეკორდული საექსპორტო შემოსავლების პარალელურად წელს რუსეთის წილი ქართული ღვინის ექსპორტში 68%-მდე გაიზარდა. ამ მასშტაბით არა, თუმცა წელს ევროკავშირში ქართული ღვინის ექსპორტი მაინც გაიზარდა. ამ ფონზე პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ღვინის სექტორი ჩამოინგრევა თუ საქართველოს ხვალვე მიიღებენ ევროკავშირში. შალვა პაპუაშვილს არ დაუკონკრეტებია რატომ ჩამოიშლება ქართული ღვინის ინდუსტრია, მაშინ როცა ევროკავშირის წევრებიც ვაჭრობენ რუსეთთან ღვინით და თან საკმაოდ წარმატებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები