მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩამოვედი და თბილისში თაღლითურად მიწა მივიტაცო, ეს მიდგომა არ ვარგა - კალაძე

620ca5ec37124
ინგა მურუსიძე
16.02.22 11:25
877
თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა მოქალაქეების მიერ დედაქალაქის მასშტაბით განხორციელებულ უკანონო მშენებლობებს და კიდევ ერთხელ მიმართა მათ, რომ უკანონობას არ დაუშვებს.

მისი თქმით, უსახლკაროდ არავის დატოვებენ, საჭიროების შემთხვევაში ოჯახებს ქირით დაეხმარებიან და მასალების გამოყენების შესაძლებლობასაც მისცემენ.

„ყველანაირად დაგეხმარებით, თუმცა მე აქ თბილისში ჩამოვედი, მიწა მივიტაცო თაღლითურად, მერე რა, რომ ორი ბინა მაქვს და სამი მიწის ნაკვეთი რეგიონში - ეს მიდგომა არ ვარგა, კატეგორიულად მიუღებელია და არ დავუშვებთ. არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში. ტყუილად არაფერი ააშენოთ უკანონოდ, რადგან ყველას დემონტაჟი მოხდება. გაფრთხილებთ კიდევ ერთხელ - არ ჩაიგდოთ თავი უხერხულ და მძიმე მდგომარეობაში“, - მიმართა კალაძემ თბილისის მცხოვრებლებს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია სამგორის რაიონზე, სადაც მოქალაქეებს უკანონოდ აქვთ სახლები აშენებული, ხოლო მერია მათ დემონტაჟს ახორციელებს.

"უკანონობას არ დავაკანონებთ", - დასძინა კახა კალაძემ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები