მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CHAPTER25 - კომპანია, რომელიც საქართველოს NFT და WEB3 სერვისების ჰაბად გარდაქმნას გეგმავს

625da765e77fb
გიორგი თოლორდავა
19.04.22 00:27
1239
ციფრული სისტემების სწრაფი განვითარების ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყოველდღიურად იზრდება ინტერესი WEB3-ის, NFT-ის, კრიპტო და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ინტერნეტ-სივრცის განვითარების და გარდაქმნის პროცესში საქართველოც არ ჩამორჩეს მიმდინარე მოვლენებს და ადგილობრივმა მეწარმეებმა და კომპანიებმაც გადადგან ნაბიჯები აღნიშნული მიმართულებით.

CHAPTER25 ქართული და უცხოური ინვესტიციებით შექმნილი WEB3-აქსელერატორი და კრეატიული სააგენტოა, რომელიც 150-ზე მეტ ახალგაზრდა დეველოპერს, მარკეტოლოგს და სპეციალისტს აერთიანებს და მიზნად ისახავს, რომ საქართველო NFT და WEB3 სერვისების მულტი-ფუნქციურ ჰაბად გარდაქმნას.

კომპანიის ამბიციურმა მიზნებმა Forbes Georgia-ს და BMG-ის დაინტერესება გამოიწვია, რის გამოც გადავწყვიტეთ, CHAPTER25-ის პროდუქტების მენეჯერს, ნიკოლოზ გელაშვილს გავსაუბრებოდით.

გვიამბეთ CHAPTER25-ის შესახებ, როგორ და რა დანიშნულებით შეიქმნა ეს კომპანია?

CHAPTER25 არის WEB3-აქსელერატორი, რომელიც ქართული და ჰოლანდიური ინვესტიციებით შეიქმნა. კომპანია ასაქმეს არა მარტო ქართველ, არამედ უცხოელ სპეციალისტებსაც, რომლებიც სხვადასხვა პროექტებზე მუშაობენ.

როცა ამ სფეროში შემოდიხარ და ქმნი NFT პროექტს, მნიშვნელოვანია, რომ გესმოდეს ბაზრის ამჟამინდელი მდგომარეობა, რადგან ეს უაღრესად ცვალებადი და სწრაფად განვითარებადი სექტორია. ჩვენი კომპანია ბაზრის 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებს და ჩვენმა ანალიტიკოსებმა ზუსტად იციან, თუ რა სჭირდება ბაზარს და რით შეიძლება მომხმარებლის დაინტერესება.

ჩვენი კომპანია კლიენტებსა და ინვესტორებს 360-გრადუსიან სერვისებს სთავაზობს. ჩვენ ვდებთ ინვესტიციებს პროექტებში, ვართ აქსელერატორი, გვაქვს "საფორთის" მიმართულებაც და გაყიდვების ინოვაციური სისტემებიც. ვმუშაობთ სოციალურ პლატფორმებზე, როგორებიცაა: "ტვიტერი", "დისქორდი", "მედიუმი" და ამ სოციალურ ქსელებს ვაკავშირებთ ტრადიციულ გაყიდვების მეთოდებთან, როგორიცაა: ელ. ფოსტა, პირდაპირი კომუნიკაცია, პრეზენტაციები და სხვა.

ჩვენი დახმარების სერვისი 24-საათიან მხარდაჭერას უწევს ჩვენს კლიენტებს, ასევე გვყავს კონსიერჟები ჩვენი VIP კლიენტებისთვის, რომელთათვის აქტიურად ვახორციელებთ ციფრული პორტფელებისა და სხვადასხვა პროექტების მონიტორინგს.

CHAPTER25-ის რომელიმე მიმდინარე პროექტზე ხომ არ ისაუბრებდით?

ჩვენ რამდენიმე პროექტზე ვმუშაობთ, რომლებიც ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდებიან, კონცეფციითაც და კლიენტებითაც. ამ ეტაპზე, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი პროექტი NFT სექტორში მსოფლიოს მასშტაბით ჯერაც არ შექმნილა.

მოკლედ რომ გითხრათ, ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც ვმუშაობთ, ექსკლუზიური VIP კლუბია, რომელში მოხვედრაც და გაწევრიანებაც ნებისმიერი NFT-ენთუზიასტისთვის იქნება სასურველი და, რაც მთავარია, შედეგის მომტანი. მხოლოდ ამ პროექტზე, დაახლოებით 100 თანამშრომელი მუშაობს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

ასევე, გვაქვს პროექტები სხვადასხვა ბლოკჩეინებზეც, არამხოლოდ ეთერიუმზე. FTX-ის აღმასრულებელი დირექტორთან შეხვედრის დროს, შევთანხმდით, რომ სოლანას ბლოკჩეინზეც განვავითარებთ პროექტებს და ამ მიმართულებითაც დავიწყეთ მუშაობა. შეგვიძლია გითხრათ, რომ უკვე საკმაოდ დიდ და პოზიტიურ გამოხმაურებას ვიღებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები