მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Character.AI-მ ახალი ჩატბოტი შექმნა, რომლითაც მომხმარებელი ერთდროულად რამდენიმე პერსონაჟს ესაუბრება

chatbot

Character.AI-მ, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სტარტაპია და Google-ის ხელოვნური ინტელექტის კვლევებში იღებდა მონაწილეობას, გამომწერებისთვის ახალი ჩატბოტი შექმნა, რომელიც მომხმარებელს მათ გემოვნებაზე მორგებულ, ხელოვნური ინტელექტით შექმნილ პერსონაჟებთან კომუნიკაციის საშუალებას აძლევს. ახალ პლატფორმას ჯგუფური ჩატის ფუნქცია აქვს, რომლითაც მომხმარებლებს ერთდროულად რამდენიმე AI-ით გენერირებულ ადამიანთან შეუძლიათ საუბარი.

“პერსონაჟთა ჯგუფური ჩატის” ფუნქცია, როგორც ეს სახელიდანაც ჩანს, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შექმნან ჯგუფები, რომლებშიც მათთვის სასურველი ადამიანებსა და AI-ით შექმნილ პერსონაჟებთან ერთად. ჩატბოტის იდეა ადამიანებისათვის სოციალური კავშირების შექმნას, იდეების გაცვლასა და რეალურ დროში საუბარს მოიცავს, ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი ჯგუფური მიმოწერის შემთხვევაში, თუმცა ამჯერად მეგობართა წრეს ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ადამიანები ემატებიან.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მომხმარებლებს AI-თ შექმნილი მეცნიერების, ალბერტ აინშტაინის, მარია კიურის, ნიკოლა ტესლასა და სტივენ ჰოკინგის ერთ ჯგუფში გაერთიანება შეეძლებათ, თუმცა Character.AI-ს პერსონაჟები მხოლოდ რეალური ადამიანებით არ შემოიფარგლებიან და ჯგუფურ საუბრებში მითოლოგიური ღმერთების დამატების საშუალებასაც იძლევა.

ახალი ჩატბოტის პრაქტიკული დანიშნულება კონკრეტული თემის, მოგზაურობის, წიგნების, ვიდეო თამაშების, განხილვისას კამათში იმ პერსონაჟის ჩართვაა, რომელიც დავის გადაჭრაში დაგეხმარებოდა. 

აღსანიშნავია, რომ ჯგუფურ ჩატებში AI ბოტების დამატება Character.AI-ის ექსკლუზივი არ არის. რამდენიმე სოციალურ ქსელში, მათ შორის Meta-ს Whatsapp-სა და Messenger-ში ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ადამიანებთან, მათ შორის ცნობილ პიროვნებებთან, დარეკვის ფუნქცია გაჩნდა. Meta-მ აღნიშნული ფუნქცია კონფერენციაზე სექტემბერში წარადგინა, რითაც საფრთხე შეუქმნა Character.AI-ის ამოქმედებას, როცა კომპანიამ ფინანსების მოძიების ეტაპზე $150 მლნ შეაგროვა.

ახალი ჩატბოტი ხელმისაწვდომი მხოლოდ Character.AI-ს გამომწერებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მისი ყოველთვიური ღირებულება კი $9.99-ია. პლატფორმა მხოლოდ Character.AI-ის მობილურ აპლიკაცია ხელმისაწვდომი, რომელიც ჯერჯერობით IOS და Andorid სისტემებისთვისაა შექმნილი, თუმცა მისი ვებ-ვერსიაც მალე გამოჩნდება.

აპლიკაციამ გამოსვლიდან პირველ 6 დღეში ნახევარი მილიონი გადმომწერი შეაგროვა და ნავარაუდებია, რომ შედეგებით ხელოვნური ინტელექტის გიგანტ OpenAI-ს ChatGPT-ს დაეწევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები