ქვეყნის მასშტაბით განთავსების ობიექტებში დატვირთულობის კოეფიციენტი დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. სასტუმროების ფედერაციის ინფორმაციით, ზაფხული განსაკუთრებით წარმატებული აჭარის რეგიონისთვის გამოდგა, სადაც სასტუმროებში დატვირთულობის მაჩვენებელმა 90%-ს გადააჭარბა. 20-25%-იანი მატება დაფიქსირდა თბილისის სასტუმროებში, კახეთის რეგიონში კი საშუალო ზრდა 15-20%-ია. კერძო სექტორში ამბობენ, რომ სასტუმროების სეგმენტში მიწოდების სიჭარბეა, გაზრდილია კონკურენცია, რადგან ბაზარზე ბევრი სასტუმრო გაიხსნა და იხსნება, რაც ფასს ქვემოთ წევს. ფასების კლების ფონზე კი განსაკუთრებით 3-4 ვარსკვლავიანი სასტუმროების დატვირთვის პრობლემაა. სასტუმროებთან კონკურენციაშია Airbnb-ის, ანუ ბინების სეგმენტი. რა გამოწვევებია სასტუმრო სექტორში?
სტუმარი: მაია წერეთელი - სასტუმროების მენეჯმენტკომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი;