მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩარგლის გადასახვევი-ბისოს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

63e14d1a2e2bc
BM.GE
06.02.23 22:55
715
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩარგლის გადასახვევი-ბისოს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო- შატილის საავტომობილო გზის კმ31-კმ66 (ჩარგლის გადასახვევი-ბისო) მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია.

რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ31(ჟინვალი-ჩარგლის გადასახვევი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები