მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩარიცხვების ვადები უნდა შემცირდეს, სამედიცინო სექტორი დიდი ფინანსური წნეხის ქვეშ ხვდება - ასოციაცია

საწოლი

ჯანდაცვის ასოციაციაში აცხადებენ, რომ DRG-ის სქემით დაფინანსების ფარგლებში კლინიკებისთვის დაგვიანებული ჩარიცხვები კვლავ პრობლემაა.

როგორც ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ BMG-სთან განაცხადა, არის შემთხვევები, როდესაც სამინისტროს მხრიდან თანხების ჩარიცხვა 3-4 თვითაც გვიანდება, რაც კლინიკებისთვის მძიმე ფინანსური წნეხია.

მაია მახარაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ ჩარიცხვების ვადა ერთ თვემდე შემცირდეს და კარგია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობაა გეგმავს.

„ძალიან კარგია, რომ სამინისტროსაც არ მოსწონს დაგვიანებული ჩარიცხვები და ამ მიმართულებით ვადა უნდა შემცირდეს. თუმცა როგორ უნდა შემცირდეს, ეს სრულად მათი გადასახედია, ამ შემთხვევებს ადმინისტრირება სჭირდება, დამუშავების ძალიან პროცესი ძალიან რთულია. ვფიქრობთ, რომ შესრულებული სამუშაოსთვის ანაზღაურების ვადა ერთი თვე უნდა იყოს. დღეს კი არის პერიოდები, როდესაც ანაზღაურება 3-4 თვეც გვიანდება, რადგან დამუშავება ვერ ესწრება. ეს რა თქმა უნდა, კლინიკებისთვის ძალიან რთულია. დიდწილად მოსახლეობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს და თავისთავად, ჰოსპიტალური სექტორისთვის შემოსავლების 80% ამ პროგრამის ჩარიცხვებზეა დამოკიდებული, ეს ძალიან ართულებს სიტუაციას და საკმაოდ დიდი ფინანსური წნეხის ქვეშ ხვდება სამედიცინო სექტორი“, - განაცხადა მაია მახარაშვილმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის კომიტეტში DRG დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე მათ შორის, საუბარი შეეხო კლინიკებისთვის შესრულებული სამუშაოსთვის ანაზღაურების საკითხსაც. კომიტეტის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ ამ მიმართულებით დადგენილი 60-დღიანი ვადა 30 დღემდე შემცირდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები