მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ძირითად გამოწვევებს ქმნის DRG დაფინანსების მოდელი? - ჯანდაცვის კომიტეტი

ზაზა ლომინაძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა DRG დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით დასკვნა წარადგინა.

რეკომენდაციების განხილვას დღეს კომიტეტის სხდომაზე მიხეილ სარჯველაძეც ესწრებოდა. დასკვნაში ნათქვამია, რომ გამოიკვეთა ისეთი პრობლემური საკითხები, როგორებიც არის რიგ შემთხვევებში, რეანიმაციული და გართულებული შემთხვევების არასაკმარისი დაფინანსება და თანმხლები დაავადებების ანაზღაურება.

დასკვნის მიხედვით, გამოწვევების ნაწილი საჭიროებს მოდიფიცირებას და გადახედვას. ნაწილი კი, სისტემური გადაწყვეტილებების მიღებას.

„შეხვედრების ფორმატში კომიტეტმა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, კლინიკებთან ერთად გამართა მსჯელობა, თუ რამდენად შესრულდა დასახული მიზნები ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელის დანერგვით, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა სისტემა და რა არის საჭირო ამ პრობლემების გადასაჭრელად.

გამოიკვეთა დარგის წარმომადგენლებთან ინტენსიური კომუნიკაციის საჭიროება და აუცილებლობა, დისკუსიების დროს აღინიშნა, რომ შეხვედრები და კომუნიკაცია პერმანენტული იქნება, რათა თითოეულ პრობლემაზე რეალური მუშაობა გაგრძელდეს და ერთად მიღებულ იქნეს კონკრეტული გადაწყვეტილებები.

შეხვედრების დროს მონაწილეებმა ისაუბრეს დაფინანსების ახალი მოდელის დადებით მხარეზე, აღინიშნა რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული - ზოგიერთ კოდზე დაფინანსება გაიზარდა. თუმცა გამოიკვეთა ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა რეანიმაციული და გართულებული შემთხვევების კოდების არასაკმარისი, ზოგ შემთხვევაში - კრიტიკულად დაბალი დაფინანსება, პრობლემურ საკითხად რჩება თანმხლები დაავადებების ანაზღაურების საკითხი. ცვლილებებს მოითხოვს მაღალტექნოლოგიური ჩარევების დაფინანსების საკითხი და სიმულტანური (კომბინირებული) ოპერაციების დაფინანსების მეთოდოლოგია. სიმულტანური ოპერაციების შეუსაბამო ფასები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ქირურგიული ოპერაციების დროს კლინიკას შეუძლია მხოლოდ ერთი კოდით დაფინანსების მოთხოვნა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. კლინიკების არაერთმა წარმომადგენელმა გაამახვილა ყურადღება შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების საკითხზე: დღესდღეობით დადგენილი 60-დღიანი ვადა საჭიროებს გადახედვას.

შეხვედრების დროს გამართული დისკუსიების შედეგად გამოიკვეთა გარკვეული გამოწვევების სისტემური გადაწყვეტილებების საჭიროება, ხოლო ნაწილი გამოწვევების საჭიროებს მოდიფიცირებას და გადახედვას“, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ განაცხადა, რომელმაც დასკვნა წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები