მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეც ბიზნესიდან მოვდივარ, მაგრამ არსებობს სფერო, რაშიც ფული არ უნდა აკეთო“ - ზაზა ლომინაძე ფარმაცევტულ კომპანიებს

ზაზა ლომინაძე

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ მოსახლეობის მიერ მედიკამენტებზე ჯიბიდან დანახარჯები 45%-ით შემცირდა. სახელმწიფომ ფარმაცევტულ კომპანიებს მედიკამენტების რეალიზაციის მაქსიმალური ზღვარი 2023 წლის იანვრიდან დაუწესა.

ამ ეტაპზე რეფერენტული ფასი 3000-ზე მეტ მედიკამენტზე ვრცელდება, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს ფასების რეგულირება მიმოქცევაში არსებულ ყველა მედიკამენტებზე [გარდა ინოვაციური სამკურნალო საშუალებებისა] გაავრცელოს.

მმართველი გუნდი რეფორმის მიმდინარეობით კმაყოფილია. ამის მთავარი საზომი მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე გაზრდილი ფინანსური ხელმისაწვდომობაა.

„მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებამ ფაქტია, რომ შედეგი მოგვცა. ფაქტია ჯიბიდან გადახდები შევამცირეთ 40-50%-ით და მოსახლეობა ამის რეაგირებას აკეთებს. მეორე საქმეა ამას ბიზნესი როგორ უყურებს. რთულად, თუმცა დიალოგი შესაძლებელია როგორც პარლამენტთან, ისე სამინისტროსთან, ყველა სხვა სფეროსთან, რომელიც ვალდებულია, დაარეგულიროს ფასი, რომ არ დაზარალდეს არც მომხმარებელი და არც ბიზნესი.

მაგალითად მედიკამენტი, რომელსაც ვხმარობ, რომელიც ღირდა 140 ლარი, ახლა 14 ლარად იყიდება სააფთიაქო ქსელში, ხომ შეიძლებოდა თურმე ამ ფასის დაწესება ხომ?

მეც ბიზნესიდან მოვედი პარლამენტში, თავის დროზე საკრებულოშიც ვიყავი, მაგრამ არსებობს სფერო, რაშიც ფული არ უნდა აკეთო. მე ასე წარმომიდგენია“, - აცხადებს bm.ge-სთან პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე.

რეფერენტული ანუ სახელმწიფოს მიერ მითითებული საბითუმო და საცალო ფასი შერჩეულ რეფერენტულ ქვეყნებში მედიკამენტებზე არსებული ყველა ფასის საშუალოს მიხედვით დგება. რეფერენტულ ქვეყნებად ბულგარეთი, მაკედონია, მონტენეგრო და ლატვია როგორც გეოგრაფიული პარამეტრის, ისე ეკონომიკის ზომის მიხედვით შეირჩა. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ამბობს, რომ ბიზნესისთვის ეს რეფორმა წარმატებულად ვერ ჩაითვლება მინიმუმ სამი არგუმენტის გამო.

მთავარი, რაზეც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია საუბრობს, მეთოდოლოგიაში არსებული ხარვეზი და არასწორად გამოყვანილი რეფერენტული ფასია. მათი შეფასებით, მედიკამენტების ფასების რეგულირების შედეგია მწვავე დეფიციტის რისკი და მოცემულობა, როცა ევროპულ, ბრიტანულ და ამერიკულ მედიკამენტებს ბაზარზე აზიური წარმოების სამკურნალო საშუალებები ანაცვლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები