მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩარლი ჯეივისს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - ის JPMorgan-ის წინააღმდეგ თაღლითობაშია ბრალდებული

Frank

ფრანგულ-ამერიკული წარმოშობის ბიზნესვუმენს, ჩარლი ჯეივისს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ამერიკულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ფინტექ კომპანია Frank-ის დამფუძნებელი JPMorgan-ის წინააღმდეგ თაღლითობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი.

ცნობისთვის, 2021 წელს ჯეივისმა საკუთარი კომპანია Frank-ი წამყვან ამერიკულ საინვესტიციო კომპანია JPMorgan Chase-სს $175 მილიონად მიჰყიდა. პრობლემა კი ის იყო, რომ ბიზნესვუმენტმა Frank-ის მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია გააყალბა და მონაცემების ფაბრიკაციის დახმარებით JPMorgan-ის წარმომადგენლებს დააჯერა, რომ ფინტექს 4 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა. სინამდვილეში კი მათი რაოდენობა 300,000-სს არ სცდებოდა. გარიგების ფარგლებში, კომპანია $175 მილიონად გაიყიდა, თავად ჯეივისმა კი JPMorgan-ისაგან $22 მილიონი მიიღო.

სასამართლოს განჩინების თანახმად, ჯეივისს მსხვილის საინვესტიციოს კომპანიისთვის $287.5 მილიონის გადახდა მოუწევს. ამასთან, მას უნდა დააბრუნოს ის $22 მილიონი, რომელიც პირადად მიიღო. აღსანიშნავია, რომ მოსამართლე ალვინ ჰელერსტაინმა არამარტო ჯეივისი, არამედ JPMorgan-ის წარმომადგენლებიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მსგავსი მასშტაბისა და შესაძლებლობების კომპანიას გაცილებით ეფექტური კონტროლის მექანიზმები უნდა ჰქონდეს, რათა თაღლითობის იდენტური ფაქტები აღარ განმეორდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები