ჩარლი მანგერს სულ რაღაც თვე დააკლდა რომ თავისი 100 წლის იუბილე ეზეიმა. "ბერქშაიარ ჰეთევეი" ვერასდროს იქნებოდა ისეთი, როგორიც არის დღეს, რომ არა ჩარლის სიბრძნე, ჩართულობა და მენტორობა - აცხადებს კომპანია თავის ნეკროლოგში. ბაფეტთან პარტნიორობის გარდა, ჩარლი მანგერი იყო ფილანთროპი და არქიტექტორიც. ბოლოს, მისი ქონება 2 მლრდ 600 მლნ დოლარად ფასობდა, თუმცა მანამდე იყო ასობით მილიონი შეწირული დოლარი სტენფორდის, მიჩიგანის უნივერსიტეტს, ჰარვარდის სამართლის სკოლას. მანგერი ადვოკატიც კი იყო, უძრავი ქონების სპეციალობით.