მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩარლზ III-ის პორტრეტი ბრიტანული სტერლინგის ქაღალდის კუპიურებზეც გამოჩნდება

63a184326916a
გიორგი თოლორდავა
20.12.22 14:00
587
გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო ხაზინა ქვეყანაში ახალი კუპიურების გამოშვებას იწყებს, რომელზეც ახალი მონარქის, მეფე ჩარლზ III-ის პორტრეტი იქნება გამოსახული.

ახალი კუპიურები ცირკულაციაში 2024 წლიდან შევა და ეტაპობრივად ჩაანაცვლებს გარდაცვლილი დედოფლის, ელისაბედ II-ის პერიოდში გამოშვებულ კუპიურებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთო ჯამში, ცირკულაციაში 4.7 მილიარდი ერთეული კუპიურაა, რომელთა საერთო ღირებულება 82 მილიარდ გირვანქა სტერლინგს ($100 მლრდ) აღწევს, მათი ჩანაცვლების პროცესი კი რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ცირკულაციაში უკვე შევიდა ხაზინის მიერ მოჭრილი ახალი მონეტები, რომლებზეც ჩარლზ III-ის პორტრეტია გამოსახული. გასათვალისწინებელია, რომ ჩარლზ III-ის გამოსახულება წინამორბედის საპირისპირო მიმართულებითაა, კერძოდ, მარცხნივ, რაც ბრიტანეთის მრავალსაუკუნიანი ტრადიციის ნაწილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები