გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს გვირგვინი დაადგეს. კორონაციის ცერემონია უესტმინსტერის სააბატოში გაიმართა.
ჩარლზ მესამეს წმინდა ედუარდის გვირგვინი კენტერბერის არქიეპისკოპოსმა დაადგა. რის შემდეგაც დარბაზში მყოფებმა ახალი მეფისადმი პატივისცემა გამოხატეს სიტყვებით – „ღმერთო დაიფარე მეფე“. ამის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქი ტახტზე აიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II 2022 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისი უფროსი ვაჟი ჩარლზი ქვეყნის ახალი მონარქი გახდა.