მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ChatGPT 4 უქმდება! - რა ცვლილებებს გეგმავს თებერვლიდან OpenAI?

ChatGPT

წამყვანი ამერიკული AI სტარტაპი, OpenAI თებერვლის მეორე ნახევრიდან მნიშვნელოვან ცვლილებებს აანონსებს. კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის პოპულარული პლატფორმა, ChatGPT 13 თებერვლიდან წინა თაობის AI მოდელებს, მათ შორის ChatGPT-4o-ს და მის განახლებულ ვერსიებს, ასევე საბაზისო GPT-5-ს გააუქმებს და მომხმარებელს მხოლოდ ChatGPT-5.1 და GPT-5.2-ს შესთავაზებს.

ამ გადაწყვეტილებით კომპანია საბოლოოდ დაემშვიდობება იმ მოდელებს, რომლებიც მომხმარებელებმა უფრო უშუალო და მეგობრულ AI ასისტენტად მიიჩნიეს. აღსანიშნავია, რომ GPT-4-ის ვერსიების ჩახსნა OpenAI-ს მე-5 თაობის მოდელის გამოსვლის შემდეგაც სურდა, თუმცა მომხმარებელთა უკმაყოფილების გამო გადაწყვეტილების განხორციელება გადაავადა.

სემ ოლტმენის ინფორმაციით, ამჟამად, ChatGPT-ს ახალი ვერსიები ყველა იმ უპირატესობებითაა აღჭურვილი, რაც მომხმარებლებს ძველ მოდელებში მოსწონდა. ამასთან, ამჟამად ყოველკვირეული 800 მილიონი მომხმარებლიდან GPT-4o-ს მხოლოდ 800,000 ადამიანიღა იყენებს, რაც საერთო რაოდენობის 0.1%-ია. შესაბამისად, კომპანია საჭიროდ მიიჩნევს, დახუროს აღნიშნული ვერსიები და მონაცემთა ცენტრების შესაძლებლობები იმ მოდელებზე მიმართოს, რომლებიც გაცილებით უფრო მოქნილი და გონიერია. სტარტაპში ჯერჯერობით არაფერს ამბობენ იმაზე, თუ როდის გამოვა ChatGPT-ს შემდეგი ვერსია, თუმცა სავარაუდოა, რომ მას წლის ბოლომდე ვიხილავთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები