მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჭავჭავაძეზე ჯარიმების გამოწერა უკვე დაიწყო, ვიდეოკამერები ჩართულია“ - კახა კალაძე

5f58a6c06ef7b
ვიქტორია მღებრიშვილი
09.09.20 14:30
1982
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბოლო დღეების განმავლობაში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე შესაბამისი სანქციების გამოწერა უკვე დაიწყო.

„ვინც ერთხელ მაინც გაიარა ჭავჭავაძის გამზირზე, ცხადია, გაუჩნდება კითხვა, თუ როგორ შეიძლება ავტობუსი დაეჯახოს კერძო ავტომობილს. შეუძლებელია, რადგან ყველას აქვს გამოყოფილი თავისი ზოლი და თუ რაღაც სასწაულს არ ჩაიდენ, შეუძლებელია, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე უკვე დაიწყო ჯარიმების გამოწერა, ჩართულია სპეციალური ვიდეოკამერები, ვთანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ყველა დარღვევა პოლიციელის გარეშე ფიქსირდება. რა თქმა უნდა, დაჯარიმებული მოქალაქეები ოფიციალურს შეტყობინებას მიიღებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ჭავჭავაძის გამზირზე დაფიქსირებული დარღვევების ამსახველი ვიდეოკადრებიც წარმოადგინა და მოქალაქეებს მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდა.

„ჩემი თხოვნა იქნება, რომ მაქსიმალურად დავიცვათ მოძრაობის წესები, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები