მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭავჭავაძის გამზირზე მოლის ტიპის აფთიაქი იხსნება

60e98bafc178f
ვიქტორია მღებრიშვილი
10.07.21 18:23
3336
GPC Pharmacy 12 ივლისს, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე ახალი კონცეფციის, მოლის ტიპის აფთიაქის გახსნას აანონსებს.

„ჯიპისის ბრენდის 26 წლიანი ისტორიის სასიცოცხლო გზაზე ახალი ეტაპი იწყება და ეს ახალი რეალობა არის “ჯპს - აფთიაქი და მეტი” - აცხადებენს კომპანიაში.

როგორც BM.GE-ის „ჯიპისიდან“ აცნობეს, ახალი კონცეფციისა და ფორმატის აფთიაქი, მცირე ზომის მოლის ტიპის სივრცეს წარმოადგენს, რომელიც მომხმარებელს სასიამოვნო შოპინგისთვის ყველაფერს სთავაზობს, იქნება ეს მრავალფეროვანი ასორტიმენტი, კვალიფიციური ფარმაცევტებით და კონსულტანტებით დაკომპლექტებული გუნდი, თუ ხარისხიანი პროდუქტი, რაც ჯანმრთელობასთან, სილამაზესა და კარგად ყოფნასთან არის დაკავშირებული.





„ახალი სივრცე თქვენი ჯანმრთელობისთვის, კარგად ყოფნისთვის, სილამაზისთვის და საშოპინგოდ. გუნდის თვითმიზანი მომხმარებლის კმაყოფილება და მათ კარგად ყოფნაზე ზრუნვაა“, - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ახალი კონცეფციის სივრცეში წარმოდგენილი იქნება როგორც არსებულ კატეგორიები: კოსმეტიკა, ჰიგიენა, თმის, სხეულის და პირის ღრუს მოვლა, პარფიუმერია, ბავშვთა კვება და მოვლა, სამედიცინო ტექნიკა, ასევე განსხვავებული და სრულიად ახალი კატეგორიები: ჯანსაღი კვება (ორგანული, კეტო, Gluten Free, Sugar Free და ა.შ.); სპორტული ინვენტარი; საოჯახო მცირე ტექნიკა.



სიახლე სერვისებშიც შევა: ორთოპედიული დანადგარი, რომელიც დიაგნოსტირების და საჭირო ფორმის ინდივიდუალური ღაბაჟის დამზადების შესაძლებლობას იძლევა; ლაბორატორია - ანალიზები და ვაქცინაცია და დერმატოლოგიური კვლევები.

„მომხმარებელს ახალ სივრცეში სურვილისამებრ შოპინგის არჩევანი აქვს: კვალიფიციური კადრების დახმარებით/რეკომენდაციით, ან დამოუკიდებლად სწრაფი სალაროს გამოყენებით. დამოუკიდებლად მედიკამენტის შეძენაც კი შესაძლებელია. თუმცა, თუ დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთება გაუჭირდება დახლთან მყოფ მომხმარებელს, ე.წ. „მომხარებლის ზარის“ გამოყენებით დასახმარებლად ფარმაცევტის გამოძახებაც შესაძლებელი იქნება“, - განმარტავენ კომპანიაში.