მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან

6427ca2fc27f4
BM.GE
01.04.23 10:24
773
უკეთესი კალათა უკეთესი ფასებით - ეს არის ჯპს-ს განახლებული პროექტი, რომლის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ყოველდღიურად ისარგებლონ 30 % და მეტი ფასდაკლებით ქრონიკული მოხმარების მედიკამენტების შეძენისას.

„უკეთესი კალათა“ 1000-მდე დასახელების ქრონიკული მოხმარების პრეპარატს აერთიანებს და მისი მთავარი ამოცანა მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ: „დღეიდან ჯპს-ის ქსელში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს განახლებული კალათის პირობით ისარგებლოს და მუდმივი მოხმარების მედიკამენტები შეიძინოს 30% და მეტი ფასდაკლებით. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა ჩვენი მომხმარებლისთვის - “უკეთესი კალათა” უკეთესი ფასებით გულისხმობს ბაზარზე საუკეთესო ფასს. აღსანიშნავია, რომ საჭირო მედიკამენტების შეძენა ნებისმიერი რაოდენობითაა შესაძლებელი. განახლებული კალათის პირობები ვრცელდება ჯპს-ის ყველა აფთიაქში, მთელი საქართველოს მასშტაბით.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები