მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარ შემთხვევას გამართლება არ აქვს

პეტრ ფიალ

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალმა პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარი შემთხვევის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.

მისი თქმით, ამ მომხდარ შემთხვევას გამართლება არ აქვს. პეტრ ფიალის თქმით, ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ეს არ იყო ტერორისტული აქტი ან ორგანიზებული ჯგუფის თავდასხმა. მან ასევე განაცხადა, რომ საფრთხე აღარ არსებობს.

„ამას არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს. როგორც ბევრი თქვენგანი, მეც ღრმა მწუხარებას და ზიზღს ვგრძნობ ამ გაუგებარი და სასტიკი ძალადობის გამო.

ძვირფასო მოქალაქეებო, გთხოვთ, ვიფიქროთ ყველა მათგანზე, ვინც დაკარგა ახლობლები. ეს შობა მათთვის წარმოუდგენლად სევდიანი იქნება. გავიზიაროთ მათი მწუხარება და ტკივილი. ახლა ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და პატივი ვცეთ ერთმანეთს, რათა გამოვხატოთ პატივისცემა მსხვერპლთა მიმართ“, – განაცხადა ფიალამ.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები