ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მოტოციკლეტის მართვისას ავარიაში მოყვა და საავადმყოფოშია გადაყვანილი - ამის შესახებ ინფორმაციას პაველის ადმინისტრაცია ავრცელებს.
X-ზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის მიერ მიღებული დაზიანებები მძიმე არაა, თუმცა იგი რამდენიმედღიან დაკვირვებას საჭიროებს.
ჩეხეთის პოლიცია აცხადებს, რომ პრეზიდენტის ავტოსაგზაო შემთხვევა საავტომობილო გზაზე არ მოხდა - პაველი კერძო, დახურული ტრასით სარგებლობდა.
პაველის ადმინისტრაცია მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.