მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის მიერ რუსულ დიზელზე სანქციების მოხსნამ სამშვიდობო პროცესი შეაფერხა - ჩეხეთის პრეზიდენტი

პეტრ პაველი

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მიერ რუსულ დიზელზე სანქციების მოხსნამდე რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება "საკმაოდ ახლოს" იყო.

მისი თქმით, აშშ-ისა და ევროპის კოორდინირებული სანქციები რუსულ ნავთობს, ოლიგარქებსა და სხვა ინდუსტრიებს მძიმე ტვირთად აწვებოდა, თუმცა ტრამპის გარიგებამ მოსკოვს "ამოსუნთქვის საშუალება" მისცა.

პაველმა POLITICO-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთი ამ მომენტს წნეხისგან გასათავისუფლებლად იყენებს, რაც მისთვის მორალური სტიმულია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთის ლიდერმა ვაშინგტონის ნაბიჯს ღალატი არ უწოდა, მან გადაწყვეტილება შეცდომად შეაფასა. პრეზიდენტის განმარტებით, ეს შეთანხმება კრემლს "ახალ იმედს" აძლევს, რომ მას ევროპისა და უკრაინის უგულებელყოფა შეუძლია. ამას გარდა, პაველმა დასძინა, რომ მოსკოვი საკუთარი პრიორიტეტების გატარებას აშშ-სთან და, სავარაუდოდ, ჩინეთთან გარიგებების გზით შეეცდება, რაც ევროპულ ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვის დასაწყისში ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპმა დააანონსა შეთანხმება, რომელიც რუსეთის მიერ აშშ-ისთვის ასობით ათასი ტონა დიზელის მიწოდებას ითვალისწინებს. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ქვეყნის ლიდერმა ეს მოლაპარაკება წარმატებით აწარმოა და რომ ის მიზნად გლობალური ბაზრის დიდი მოცულობის საწვავით მომარაგებასა და ფასების შემცირებას ისახავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები