მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეიდი ვენსმა უკრაინის ომს ყველაზე რთულად მოსაგვარებელი კონფლიქტი უწოდა

ომი უკრაინაში

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეიდი ვენსმა განაცხადა, რომ საერთაშორისო დაპირისპირებებს შორის რუსეთ-უკრაინის ომი მოსაგვარებლად ყველაზე რთული აღმოჩნდა.

ქვეყნის მეორე პირს კონფლიქტის შესახებ სხვა არაფერი უთქვამს, თუმცა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის 22 სექტემბრის შეხვედრიდან გარკვეული პროგრესის მიღწევას მოელის. ვენსმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრამპი "ამ რთული პრობლემის გადაჭრას ენერგიულად ცდილობს".

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომის დიპლომატიური გზით დასრულებას უკვე თითქმის 2 წელია უშედეგოდ ცდილობს. ის არჩევნების წინ პირობასაც დებდა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს 24 საათში მოარიგებდა, თუმცა ხელშესახები შედეგი ამ დრომდე მიღწეული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები