მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩეხეთის პრეზიდენტმა კანაფის რეკრეაციული მოხმარების დეკრიმინალიზაციის კანონს ხელი მოაწერა

მარიხუანა

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რეკრეაციული კანაფის პირადი მოხმარებისა და სახლში კულტივაციის დეკრიმინალიზაციას ახდენს, კვლავ აკრძალული რჩება მარიხუანას გაყიდვა - წერს ადგილობრივი მედია.

ახალი რეგულაციით, 21+ ასაკის ადამიანებს ამიერიდან კანონიერად შეუძლიათ ერთ პირზე სამ ძირამდე კანაფის მოყვანა და 100 გრამამდე კანაფის ყვავილის ფლობა, საჯაროდ ფლობის ლიმიტი 25 გრამია. ლიმიტის გადაჭარბება და კანაფის ფლობასთან დაკავშირებული სხვა დარღვევები სისხლის სამართლის კოდექსის ცალკე მუხლში იქნება განხილული. სისხლის სამართლის დანაშაულად აღარ ჩაითვლება მარიხუანას ფლობა სხვა ადამიანის ნაცვლად.

კანონი ძალაში მომდევნო წლიდან შევა, კანაფის პროდუქტების გაყიდვაზე აკრძალვა კი შენარჩუნდება.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, რომელმაც ფსილოციბინის (ფსიქოდელიური ნივთიერებების) სამედიცინო მოხმარების ლეგალიზებაც მოახდინა.

რეკრეაციული კანაფის მოხმარებისა და კულტივაციის დეკრიმინალიზაცია სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმისა და მოდერნიზების უფრო ფართო პროცესის ნაწილია. რეფორმა მიზნად ისახავს ისეთი პრობლემების აღმოფხვრას, როგორიცაა ციხეების პატიმრებით გადავსება და საბიუჯეტო დანახარჯების ზრდა წვრილმან დანაშაულებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები