მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩეხეთის ცენტრალურმა ბანკმა $1 მილიონის კრიპტოვალუტები შეიძინა

კრიპტოვალუტა

ჩეხეთის ცენტრალურმა ბანკმა (CNB) $1 მილიონი დოლარის ღირებულების სხვადასხვა კრიპტოვალუტა იყიდა. როგორც ქვეყნის მთავარ საფინანსო ინსტიტუტში განმარტეს, თანხის უდიდესი ნაწილი ბიტკოინების, ასევე დოლარზე დამყარებული სტეიბლქოინების შეძენაზე დაიხარჯა. ბანკის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ $1 მილიონის კრიპტოვალუტების შესყიდვის მიზანი ამ მიმართულებით შესაძლებლობების მოსინჯვა და პერსპექტივაში, პორტფელის დივერსიფიკაციაა. აღსანიშნავია, რომ ბანკს კრიპტო-აქტივების შეძენისთვის საერთაშორისო რეზერვები არ გამოუყენებია.

ჩეხეთის ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი გუბერნატორი, ალეს მიქლი ამბობს, რომ კრიპტოვალუტების შეძენა ბანკს კაცობრიობის განვითარების იმ ეტაპისთვის მოამზადებს, როცა ყოველდღიური გადახდები თუ მნიშვნელოვანი ინვესტიციები პირდაპირ კრიპტოვალუტით მოხდება. მიქლის განცხადების მიუხედავად, ქვეყნის მთავარ საფინანსო ინსტიტუტში აზუსტებენ, რომ $1-მილიონიანი ინვესტიცია კრიპტოვალუტაში ძალიან შორეულ პერსპექტივაზეა გათვლი. გადახდების არსებული მოდელები კი კიდევ მრავალი წლით დარჩება, რადგან კრიპტოვალუტები რეზერვისთვის გამოსაყენებელ სანდო აქტივებად კვლავ არ მიიჩნევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები