მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩელენჯ თასის 2024/25 წლების სეზონში სარაგბო კლუბი “შავი ლომის” მეტოქეები ცნობილია

შავი ლომის ახალი სეზონი

პირველი ქართული პროფესიონალური სარაგბო კლუბი “შავი ლომი” EPCR-ის ჩელენჯ თასის მეორე სეზონის ჩასატარებლად ემზადება.

წილისყრის შედეგად ქართული გუნდი მესამე ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად ფრანგული “ბაიონა” და “ვანი” და წინა სეზონის მსგავსად შოტლანდიური “ედინბურგი”, ინგლისური “გლოსტერი” და უელსური “სკარლეტსი” გვეყოლება.

ტურნირს საკმაოდ განსხვავებული ფორმატი აქვს, რადგან არსებული ხუთი მეტოქიდან თითოეული მხოლოდ ოთხს დაუპირისპირდება ორ თამაშს სახლში, ხოლო ორსაც გასვლაზე ჩაატარებს. მაგალითისთვის “ედინბურგთან”, რომელიც გასულ სეზონშიც ჩვენს ჯგუფში იყო, თამაში არ მოგვიწია და შესაძლოა, იგივე სცენარი მომავალ სეზონშიც განვითარდეს. პლეი-ოფის საგზურს კი 6-დან 4 საუკეთესო გუნდი მიიღებს.

რომელი გუნდები როდის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, თუმცა ჯგუფური ეტაპის თამაშები 6, 7, 8, 13, 14 და 15 დეკემბერს, ხოლო მომდევნო წრე 10, 11, 12, 17, 18 და 19 იანვარს შედგება.

ქართული კლუბი “ჩელენჯ თასზე” მიწვეული სტატუსით ე.წ. Wild Card-ით თამაშობს და ამ ტურნირზე კიდევ მინიმუმ ორი წელი იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სადებიუტო სეზონში “შავმა ლომმა” უელსურ “სკარლეტსთან” ერთადერთი შეხვედრის 23:7 ანგარიშით მოგება მოახერხა, დანარჩენ სამ შეხვედრაში კი დამარცხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები