საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც "რუსულ კანონს" აპროტესტებენ მსვლელობა დაიწყეს. ისინი პარლამენტიდან გალაკტიონის ხიდის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.
აქციის ორგანიზატორმა განაცხადა, რომ ისინი ხიდთან პერფორმანს გააკეთებენ და ევროკავშირის დროშებს გადმოფენენ. პერფორმანსის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეები პარლამენტთან დაბრუნებას გეგმავენ.
თავდაპირველად კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან იყვნენ შეკრებილები, სადაც სიტყვით გამოსვლები იყო.




























