მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახეზე გვაქვს მენტალური რევოლუცია, ახალგაზრდებს ყველაფერი მყარად აქვთ გააზრებული - კახა ურიადმყოფელი

აქცია

სამართლის დოქტორი, პროფესორი და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, კახა ურიადმყოფელი ამბობს, რომ საქართველოში სახეზეა მენტალური რევოლუცია.

როგორც მან BMGTV-ს გადაცემასაქმიან დილაშიგუშინ, საქართველოს პარლამენტთან ახალგაზრდების მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, ახალგაზრდებს ყველაფერი კარგად აქვთ გააზრებული და გეზი აღებულია, ამიტომ არ ფიქრობს, რომ ბოლომდე მივა, რაც ე.წ. რუსული კანონითაა დაგეგმილი.

„საქართველოში ნამდვილად გვაქვს სახეზე მენტალური რევოლუცია. პირდაპირ გეტყვით, რომ თუ ამ საკითხებზე ახსნა-განმარტება მიწევს პირად ურთიერთობებში, ახალგაზრდა თაობას აღარ სჭირდება ამის ახსნა, უფრო უფროს თაობას. ახალგაზრდა თაობას მყარად აქვს ეს ყველაფერი გააზრებული და ბედნიერია ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც ასეთი სამოქალაქო საზოგადოება, ასეთი ახალგაზრდობა ჰყავს. ამიტომ არ მეშინია, რომ ის რაც დაგეგმილია ამ კანონპროექტით და შემდგომ რაც შეიძლება მოჰყვეს, შეუძლებელია რომ განხორციელდეს. იმიტომ, რომ გეზი აღებულია“,- ამბობს კახა ურიადმყოფელი.

18 აპრილს საპროტესტო აქცია დაგეგმილი არ იყო, თუმცა საქართველოს პარლამენტის წინ, ე.წ რუსული კანონის გასაპროტესტებლად, ახალგაზრდები შეიკრიბნენ. მათ მორიგი აქცია 19 აპრილს, 19:00 საათზე დააანონსეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები