მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ჩემი კოლეგები ძალიან გადაღლილები არიან“ - გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს

5fe1cb65b651a
ვიქტორია მღებრიშვილი
22.12.20 14:41
456
დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას ახალი წლის მოკრძალებულად აღნიშვნისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სამედიცინო პერსონალი ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებს. ამის შესახებ მან დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"სამედიცინო პერსონალი - ჩემი კოლეგები ძალიან გადაღლილები არიან და ახალი ტალღა ძალიან რთული იქნება შემდგომ სამართავად.

ვთხოვ მოსახლეობას, ვიყოთ ძალიან ფრთხილად; სულ ყველამ ერთად უნდა გავითავისოთ, რომ მსოფლიოს და ჩვენ - საქართველოში ძალიან სერიოზულ გამოწვევასთან აქვს საქმე. ამიტომ წლევანდელი შობა-ახალი წელი უნდა ვიყოთ ძალიან მოკრძელებული. არ ვიაროთ ბევრი, როცა გაიხსნება მაღაზიები. დაავადებათა კონტროლის ცენტრს ყოველთვის ძალიან მკაცრი რეკომენდაციები აქვს - არ ვიაროთ მაღაზიებში, არ ვიაროთ ბევრი ერთმანეთთან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, NCDC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ  შეზღუდვების შემსუბუქების გათვალისწინებით, ინფიცირების რაოდენობა გაიზრდება.

„ამ ოდნავ შემსუბუქების პირობებში გვექნება გარკვეული ზრდის ტენდენცია, მაგრამ მისი ინტენსივობა მაქსიმალურად დაბალ დონეზე უნდა შევინარჩუნოთ, რომ ჯანდაცვის სექტორს არ ჰქონდეს ზედმეტი ზეწოლა და ისედაც გადაღლილ სამედიცინო პერსონალსმუშაობის და ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ “, - განმარტა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები