პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაწყებულია და გამოძიების სტანდარტი ევროპულსა და ამერიკულზე მაღალია. ამის შესახებ მან აქციების მონაწილეებზე ძალადობასთან დაკავშირებით, მათ შორის დავით ქაცარავას ცემის შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი ტიპის ინციდენტებს კატეგორიულად გმობს.
"არ არის მისაღები ასეთი რამ, მაგრამ უტრირებული ტერმინების გამოყენებაც არაა სწორი. აქ ტერმინ სისასტიკის გამოყენება არარელევანტურია. საჭიროა მაქსიმალური მოთმინების გამოვლენა. ჩვენ 2012 წლიდან საქართველოში ევროპულსა და ამერიკულზე მაღალი სტანდარტები დავამკვიდრეთ. ჩემი მოთხოვნაა ყველას მიმართ, რომ ვიმოქმედოთ სწორედ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით. ყველა ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ჩვენ გამოძიების მაღალი სტანდარტიც გვაქვს, ევროპულსა და ამერიკულზე მაღალი.
მინდა შეგახსენოთ, რა მასშტაბის ძალადობა იყო შარშან, როდესაც ორკები ძალადობდნენ თბილისის ქუჩებში, ლამის გადაწვეს ნახევარი თბილისი. დააზიანეს არაერთი სამართალდამცველის ჯანმრთელობა, დღემდე მკურნალობენ. ამისთვის ერთადერთი ადამიანი იყო დაჭერილი, რომელიც თქვენ გმირად გამოაცხადეთ“,- უპასუხა ჟურნალისტებს პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.