მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემი მთავარი მიზანი ჭარბად მოძლიერებული პარტიის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა - ივანიშვილი

ბიძინა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.

ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული პარტიის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა.

"ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ,,ქართული ოცნება" 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც აიღებს. შესაბამისად, ჩემი მთავარი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული პარტიის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა.

მმართველი პარტია საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია. ამისთვის, 2-3 ადამიანთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი" - განაცხადა ივანიშვილმა.