მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში “ინტერის” ფეხბურთელები ბონუსებს მიიღებენ

ინტერი ბონუსებს მიიღებს

ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო საფეხბურთო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს, მიუნხენში “ალიანც არენაზე” შედგება, სადაც ერთმანეთს მილანის “ინტერი” და “პარის სენ-ჟერმენი” დაუპირისპირდებიან.

იტალიური გამოცემა La Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით კი მილანელების პრეზიდენტი ჯუზეპე მაროტა კლუბის ფეხბურთელებს გამარჯვების შემთხვევაში დიდ ბონუსებს დაჰპირდა. კერძოდ საუბარია 10 მილიონ ევროზე, რომელიც ყველა ფეხბურთელზე თანაბრად გადანაწილდება ანუ საშუალოდ თითოეული მოთამაშე 400 ათას ევროს მიიღებს. ფინალში გასვლისთვის “ინტერმა” უეფასგან უკვე მიიღო 3 მილიონი ევრო, რომელიც ფეხბურთელებს უკვე გადაეცათ.

ბონუს სისტემაში მნიშვნელოვანია ერთი გარემოება - შესაძლოა, კლუბის მფლობელს ბონუსების დარიგება საკუთარი ჯიბიდან საერთოდ არ მოუწიოს. ფინალში გამარჯვების შემთხვევაში “ინტერი“ უეფასგან 6.5 მილიონ ევროს მიიღებს და სუპერთასზე თამაშის უფლებას მოიპოვებს, საიდანაც კიდევ 4 მილიონი ევრო ეკუთვნის.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები