მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა მისი დასაქმება" - მასკი ჰუანგზე

ჰუანგი

მსოფლიოს უმდიდრესმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ Nvidia-ს დირექტორთა საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ის მას სამსახურში სიამოვნებით აიყვანს და ეს მისთვის დიდი პატივი იქნება.

აღსანიშნავია, რომ მასკის კომპანიები Nvidia-ს გრაფიკული პროცესორების და AI-ჩიპების უმსხვილესი შემსყიდველები არიან, ასევე ჰუანგსა და მასკს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.

ცხადია, მასკის განცხადება სერიოზულად არ უნდა იქნეს განხილული და არც ჯენსენ ჰუანგს აქვს სამსახურის ძებნის საჭიროება, რადგან მისი ქონების შეფასება $145 მილიარდს შეადგენს და ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ამჟამად მე-13 ადგილს იკავებს.

რაც შეეხება Nvidia-ში შექმნილ ვითარებას, The Wall Street Journal-ის ცნობით, კომპანიის დირექტორთა საბჭო ჰუანგის გადაყენებას გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილება ორ რომანტიკულ ურთიერთობას უკავშირდება, აქედან ერთ-ერთი ჩინელ ჯაშუშთან იყო, მეორე კი - Nvidia-ს მენეჯერთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები