მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემთვის დიდი პატივია, ამ უწყების ხელმძღვანელობა - შს ახალი მინისტრი გელა გელაძე

შსს

ჩემთვის დიდი პატივია, ამ უწყების ხელმძღვანელობა - ამის შესახებ "ოცნების" მთავრობის შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა გელა გელაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის მიერ მისი წარდგენის დროს განაცხადა.

გელა გელაძემ ამ თანამდებობაზე ვახტანგ გომელაური შეცვალა და თავის განცხადებაში მის წინამორბედს მადლობა გადაუხადა.

„მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს მხარდაჭერისთვის, დიდი პატივისცემით მინდა მივმართო ბატონ ვახტანგ გომელაურს, მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ბოლო წლების განმავლობაში შს სამინისტროს რეფორმირების პროცესში. ჩემთვის დიდი პატივია, ამ უწყების ხელმძღვანელობა და ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად ვემსახურო ჩვენს ხალხს“, - განაცხადა გელაძემ.

"ოცნების" პრემიერის ბრიფინგამდე 2 საათით ადრე გომელაურმა განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ შს მინისტრის და ვიცე-პრემიერის თანამდებობას ტოვებს.

გომელაურის თქმით, გადაწყვეტილება "არ იყო იოლი", თუმცა მისივე განმარტებით, ქვეყნის შიგნით არსებული მშვიდობიანი ვითარების ფონზე მიიჩნევს, რომ დროა პირად ცხოვრებას — მეუღლეს, შვილებს და შვილიშვილს მეტი დრო დაუთმოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები