მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CHEVRON-ი გეგმავს, $75 მილიარდის აქციები უკან გამოისყიდოს და დივიდენდები გაზარდოს

63d220b0a3829
გიორგი თოლორდავა
27.01.23 00:17
795
უმსხვილესი ამერიკული ენერგეტიკული კომპანია, Chevron-ი მომდევნო წლების განმავლობაში 75 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების უკან გამოსყიდვას გეგმავს.

გარდა ამისა, ინვესტორებისთვის გაცემული დივიდენდის მოცულობა თითოეული აქციის სანაცვლოდ 1.42 დოლარიდან $1.51-მდე გაიზრდება.

კომპანიის მიერ საფონდო ბირჟიდან აქციების გამოსყიდვის მიზანი აქციონერებისთვის დივიდენდური შემოსავლების გაზრდაა. ზოგადად, მსგავს სიახლეს ინვესტორები პოზიტიურად იღებენ, რადგან ის პირდაპირ დადებითად აისახება მათი აქტივის ღირებულებაზე.

გასული წელი Chevron-ისთვის უაღრესად წარმატებული აღმოჩნდა. 12 თვეში კომპანიის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 40%-ით გაიზარდა, საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ კი $350-მილიარდიან ნიშნულს მიაღწია.

ზოგადი საფონდო ინდექსების დაღმასვლისა და რეცესიული რისკების განვითარების მიუხედავად, Chevron-ის წარმატება საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე ნავთობისა და ბუნებრივი აირის მკვეთრი გაძვირებითაა განპირობებული, რამაც კომპანიის შემოსავლების ზრდა გამოიწვია.

1879 წელს კალიფორნიაში დაფუძნებული Chevron-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, ის 43,000 თანამშრომელს ასაქმებს და აშშ-ის ბაზრის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს.

ზემოხსენებული სიახლეები, ბუნებრივია, ინვესტორებმა პოზიტიურად მიიღეს, Chevron-ის აქციების ფასი საფონდო ბირჟის ოფიციალურად გახსნამდე 2.75%-ითაა გაზრდილი.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები