აშშ-ის სანქციების ამოქმედების პარალელურად, იზრდება ინტერესი რუსული ენერგეტიკული გიგანტის, Lukoil-ის გლობალური აქტივების მიმართ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ამერიკული Chevron-ია, რომელიც, როგორც ცნობილია, კონსულტაციებს მართავს ტრამპის ადმინისტრაციასთან და აქტივების გამოსყიდვის სურვილს ადასტურებს.
უნდა აღინიშნოს, რომ Lukoil-ის აქტივების შესყიდვით უკვე 10-მდე მსხვილი მოთამაშეა დაინტერესებული, რომელთაც განსხვავებული წარმომავლობა და ინტერესები აქვთ.
აქამდე ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი შვეიცარიაში დაფუძნებული Gunvor-ი იყო, რომლის შეთავაზება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაბლოკა, რადგან ის რუსულ ოფშორულ კომპანიას წარმოადგენდა.
ცხადია, Chevron-ის წარმომავლობასთან და ინტერესებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს, ამიტომ შესაძლებელია Lukoil-ის აქტივების მფლობელი სწორედ ის გახდეს.




























