ამერიკულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა, Chevron-მა მარეგულირებლის მხრიდან კონკურენტი კომპანიის, Hess Corporation-ის 53 მილიარდ დოლარად შესყიდვის უფლება მიიღო.
Chevron-ის მიერ გადადგმული ნაბიჯი, შესაძლოა, მისი მთავარი კონკურენტის, Exxon-ის გადაწყვეტილებას უკავშირდებოდეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ Pioneer Resources-ი 60 მილიარდ დოლარად შეისყიდა.
ამ გარიგების შედეგად, Chevron-ს საწარმოო შესაძლებლობების გაზრდა და დამატებითი რესურსების ათვისება შეეძლება, რადგან კომპანია Hess-ი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით დოლარის აქტივებს ფლობს.
თავად კომპანია 1995 წელს დაფუძნდა და მისი ხელმძღვანელი ჯონ ჰესია, რომელიც შერწყმის პროცესის დასრულების შემდეგ, Chevron-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდება.
რაც შეეხება Chevron-ს, ეს ენერგეტიკული გიგანტი 270 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და სანავთობო ტიტანების რეიტინგში ის მესამე ადგილს იკავებს, Saudi Aramco-სა და Exxon-ის გვერდით.