ჩეხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ორ მეზობელ ქვეყანასთან, ავსტრიასთან და გერმანიასთან საზღვრები 6 ივნისის 00:00 საათიდან გახსნას. ასევე, სასაზღვრო შეზღუდვა სრულად მოიხსნება უნგრეთისთვისაც, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
4 ივნისს ქვეყანამ საზღვარი აღმოსავლეთ მეზობლის, სლოვაკეთისთვისაც გახსნა.
19 მაისს გერმანიის, პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ლიდერები სასაზღვრო კონტროლის ეტაპობრივ მოხსნაზე შეთანხმდნენ.
მათ კორონავირუსის პანდემიის შეკავების ზომები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ მათ ინტერესებში შედის, სასაზღვრო შეზღუდვებისა და კონტროლის ეტაპობრივი მოხსნა, როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას მისცემდათ.